All translations of this statement (including in Albanian, Arabic, Bahasa Indonesian, Bahasa Malaysian, Burmese, Chinese, Czech, Dutch, English, Farsi, Finnish, French, Georgian, German, Greek, Italian, Japanese, Korean, Norwegian, Polish, Portuguese, Russian, Serbian, Slovenian, Spanish, Swedish, Tigrinya (Eritrea), Turkish, Ukrainian) are available here.

 

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მე-2(4) მუხლი კრძალავს „მუქარის ან ძალის გამოყენებას ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან ნებისმიერ სხვა საშუალებას, რომელიც არ შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებს“. წესდება პირდაპირ მხოლოდ ორ გამონაკლისს შეიცავს: ინდივიდუალურ ან კოლექტიურ თავდაცვას წესდების 51-ე მუხლის მიხედვით, თუ მოხდება შეიარაღებული თავდასხმა ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო გასცემს თანხმობას წესდების მე-7 თავის მიხედვით. ამ გამონაკლისებიდან არცერთი არ ვრცელდება არსებულ სიტუაციაზე. კერძოდ, რუსეთის ფედერაციას არ აქვს ინდივიდუალური თავდაცვის უფლება უკრაინის წინააღმდეგ.

თვითგამორკვევის უფლება არ წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის „სახელმწიფოებად“ შექმნის კანონიერ საფუძველს. ამგვარად, რუსეთის ფედერაციის მიერ მათი აღიარება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა და, როგორც ასეთს, არ აქვს იურიდიული ძალა. ვინაიდან ეს ტერიტორიები არ არის სახელმწიფოები, რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია ამ ტერიტორიების სახელით გამოიყენოს კოლექტიური თავდაცვა უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად. იმავე ჭრილში, რუსეთის ფედერაცია არ შეიძლება დაეყრდნოს ამ სუბიექტების სავარაუდო „თანხმობას“ უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე სახის ინტერვენციის გასამართლებლად.

ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ აქვს კანონიერი გამართლება, რუსეთის ფედერაცია აშკარად არღვევს გაეროს წესდების მე-2(4) მუხლს და აგრესიის აქტს ახორციელებს.

უფრო მეტიც, ეს აგრესიის აქტი შეიძლება მოიცავდეს აგრესიის დანაშაულის ჩადენას იმ პირების მიერ, რომლებიც ეფექტურ კონტროლს ან ხელმძღვანელობას ახორციელებენ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ან სამხედრო მოქმედებებზე.

მოვუწოდებთ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიის აკრძალვის წესის დარღვევასთან მიმართებით, რაც საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმაა (jus cogens). იგი გრძელდება დარღვევების მიუხედავად. შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ამ აგრესიის დასასრულებლად კანონიერი გზით; არ უნდა აღიარონ კანონიერად ნებისმიერი შექმნილი სიტუაცია; არ უნდა გაუწიონ დახმარება ან ხელშეუწყობა ამ სიტუაციის შენარჩუნებისათვის.

დაბოლოს, შევახსენებთ მესამე სახელმწიფოებს, მათ შორის, ბელორუსის რესპუბლიკას, რომ სახელმწიფოს ქმედება, რითაც მისი ტერიტორიით მოსარგებლე სხვა სახელმწიფოს ნება ეძლევა, ეს ტერიტორია გამოიყენოს მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტის განსახორციელებლად, თავისთავად, შეიძლება იყოს აგრესიის აქტი.

 

დოქტორი ანან ალშეიხ ჰაიდარი

პროფესორი ტაცუია აბე

დოქტორი კონსტანტინე ანტონოპულოსი

პროფესორი მასაჰიკო ასადა

დოქტორი დანაე აზარია

პროფესორი გუმეი ბაი

პროფესორი ჯეკ მ. ბერდი

დოქტორი მარკუს პ. ბეჰამი

დოქტორი გლებ ბოგუში

პროფესორი ანტონიო ბულტრინი

ფილიპ ბლაკიერ სირელი

პროფესორი დოქტორი ერიკა დე ვეტი

პროფესორი ამოს ო. ენაბულელე

დოქტორი გლორია ფერნანდეს არიბასი

დოქტორი ლუკა ფერო

პროფესორი თ. დ. გილი

პროფესორი ჯეიმს ა. გრინი

პროფესორი პატრიცია გრზებიკი

პროფესორი ალონსო გურმენდი დუნკელბერგი

პროფესორი კრისტიან ჰენდერსონი

პროფესორი მიხალ კოვალსკი

პროფესორი ჯანგ-ჰი ლი

დოქტორი მარია ლეჰტო

დოქტორი ელიავ ლიბლიხი

დოქტორი კრისტიან მარქსენი

დოქტორი კერი მაკდუგალი

პროფესორი ტადაში მორი

პროფესორი კლაუს კრესი

პროფესორი კოიჩი მორიკავა

დოქტორი რობერტ მუჰარემი

პროფესორი მერი ელენ ო’კონელი

პროფესორი ინგერ ოსტერდალი

დოქტორი ფედერიკა პადეუ

პროფესორი ენ პიტერსი

დოქტორი ერინ პობჯი

დოქტორი კიარა რედაელი

პროფესორი ბრედ როტი

პროფესორი დოქტორი ტომ რუისი

სვიტ სენკოვიჩი

დოქტორი მაიკლ სმიტი

პროფესორი კრისტიან ჯ. ტამსი

პროფესორი ჯენიფერ ტრაჰანი

პროფესორი იურე ვიდმარი

დოქტორი შერონ ვეილი

დოქტორი ჰანა ვულავერი

 

* ეს განცხადება გაკეთებულია კომიტეტის წევრების მიერ, რომლებიც მოქმედებენ დამოუკიდებლად და წარმოადგენს მხოლოდ მის ხელმომწერთა შეხედულებებს.

IMAGE: Photo by Johannes Simon/Getty Images.